ამერიკულ კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშუალოდ, 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა Welt am Sonntag-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბანსელის განცხადებით, ვაქცინის ფასი ასევე დამოკიდებული იქნება შეკვეთების მოცულობაზე. წინასწარი მონაცემებით, Moderna წლის ბოლომდე 20 მილიონი ვაქცინის წარმოებას გეგმავს, მომდევნო წლის განმავლობაში კი, მილიარდზე მეტის.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კომპანიასთან მოლაპარაკებას ევროკომისიაც აწარმოებს.
ცნობისთვის, გასულ კვირას ამერიკულმა კომპანია Moderna-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. ვაქცინის შექმნის შესახებ ასევე განაცხადეს გერმანულმა მწარმოებელმა BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა.
მათი თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინას ადამიანების ვირუსისგან დაცვა 90%-ით შეუძლია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 58 082 876 შემთხვევა გამოვლინდა, 1 379 839 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 37 170 883 – გამოჯანმრთელდა.