საქართველოში დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ისევ მოქმედებს.
ქვეითებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ მოქმედებს ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი და ზუგდიდი.
გადაადგილებაზე შეზღუდვა 21-22 ნოემბერს, გამონაკლისის სახით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამო მოიხსნა.