ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფიცირების 11 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულებს შორის არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმიც.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა ქვენობანში, გორაში, დაბაში, ზოტში, კოხნარში, ზემო ხეთში, ზომლეთსა და ამაღლებაში.