ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.
ამ დროისთვის ინფიცირების კიდევ 4 სწრაფი ტესტი დადასტურდა, რის შედეგადაც დილას გამოვლენილი 11 შემთხვევა 15-მდე გაიზარდა.
15 დადებითი პასუხიდან 10 პსრ ტესტით, 5 კი სწრაფი ტესტის შედეგად დადასტურდა.
ინფიცირებულებს შორის ორი სასწრაფოს ექიმია, ამასთანავე ეს ორი უბნის ექიმია, ორი _ სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლია.
დღეს ინფიცირება დაუდასტურდა სასწრაფოს ექიმსაც.