ბიომედიკა-გეორგიას“ დირექტორი, ტარიელ თავდიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 24 საათის განმავლობაში 106 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე და 48 დადებითი პასუხი მიიღო.
“გასული დღის 00 საათამდე 106 პაციენტს ჩავუტარეთ ლაბორატორიული (პჯრ) კვლევა და 48 კოვიდ დადებითი აღმოჩნდა. მორიგი ანტირეკორდი… ადამიანებო, გაუფრთხილდით ერთმანეთს…. დაიცავით რეგულაციები… მდგომარეობა საგანგაშოა!!!“ _ წერს ტარიელ თავდიშვილი ფეისბუქზე.