საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება, ასევე ფასების მატება ფიქსირდება სამედიცინო მომსახურეობაზე.
საკვებ პროდუქტებზე, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ფასების მატება ფიქსირდება წიწიბურაზე, რომელიც 45.13%-თ გაძვირდა, ზეითუნის ზეთი 35.93%-ით და ხმელი ლობიო 25.77%-ით
დანარჩენ საკვებ პროდუქტებზე ფასების მატება ასეთია(ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები): მწვანე ლობიო – 28.77%; შესქელებული რძე და რძის შემცვლელი პროდუქტები – 19.54 %; ხორბლის პური – 19.20%; მაკარონი და მაკარონის ნაწარმი – 17.19%; მაიონეზი – 17.89%; ფორთოხალი – 17.24%; ვერმიშელი – 16.20% მოშუშული ხორცის კონსერვი – 15.76%; მარგარინი 15.72 %; მოხარშული ძეხვი – 15.35%; შებოლილი ძეხვი – 14.18%; ბრინჯი – 12.11%; იმერული ყველი – 11.42%; ხორბლის ფქვილი – 11.39%; ქათმის ხორცი – 9.22%
ასევე საქსტატის მონაცემებით, ფასების ზრდა ფიქსირდება მედკამენტებზე. მედიკამეტებზე ფასების მატების მაჩვენებელი შემდეგია:
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 27.22%; თერმომეტრი – 20.65%; წნევის საზომი აპარატი – 13.25%; ბამბა – 12.72%; სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – 12.15%; ვიტამინები – 11.43%; ანტიბიოტიკები – 9.85%; საჭმლის მოსანელებელი სისტემის პრეპარატები – 8.69 %; ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – 6.75%,
ასევე ფასებმა მოიმატა სტომატოლოგიურ და სამედიცინო მომსახურეობაზე.
სტომატოლოგიური მომსახურეობა: კბილის ამოღება – 32. 55%; კბილის დაბჟენა – 16.74%;
სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატება შემდეგნაირია:
სისხლის ანალიზის აღებაზე – 9.92 % -ით; სამშობიარო მომსახურეობა – 8.26%; ექოსკანირება – 6.43%; თერაპევტის კონსულტაცია – 5.81%; საავადმყოფოს მომსახურეობა – 4.40%; ქირურგიული მომსახურეობა – 1.46%;
ხოლო 2020 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.