სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალური ქსელ facebook- ში წერს.
,,მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 164 976 ადამიანს დაუდასტურდა, 137 499 პაციენტი კი გამიჯანმრთელდა, ხოლო 1 540 ადამიანი გარდაიცვალა.