გასული 24 საათის განმავლობაში ლანჩხუთში კორონავირუსის 49 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 956 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 582 ადამიანი. გარდაცვლილია 8 ადამიანი.