აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე ლოიდ ოსტინის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა politico ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სენატის მიერ ლოიდ ოსტინის კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ის აშშ-ის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი თავდაცვის მდივანი გახდება.
როგორც ამერიკული მედია წერს, თავდაცვის მდივნის კანდიდატურას ბაიდენი 11 დეკემბერს წარადგენს.
ასევე გამოცემა politico წერს, რომ ლოიდ ოსტინი გადამდგარი გენერალია. ის აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას 2013-2016 წლებში ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, 3 ნოემბრის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, რაც საჭირო ხმების რაოდენობას(270) აღემატება.