“გურია ნიუსი“ დაინტერესდა მოხდება თუ არა წელს სოციალურად დაუცველებისთვის და ბაღის აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, 2020 წლის ბოლოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიიღებენ საახალწლო საჩუქრებს პროდუქტებთან ერთად.
„ასევე, იგეგმება საჩუქრების გადაცემა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ბავშვთა დღის ცენტრების და უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის“, _ გვითხრა ეკატერინე მგელაძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსი მაკა სულაბერიძე ამბობს, რომ 1057 ბავშვი მიიღებს პროდუქტებს, რომლის დარიგება დღეს დაიწყო.
“ასევე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თვის ბოლოს საახალწლო საჩუქრებთან ერთად მიიღებებენ პროდუქტებს.
ასევე, უფასო სასადილოს 105 ბენეფიციარი მიიღებს საახალწლო საჩუქარს. ასევე სასურსათო კალათა გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს მაკა სულაბერიძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის დეტალების დაზუსტების ეტაპზე არიან, თუ ვინ მიიღებს საჩუქრებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსი იამზე ვაჩეიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ როდესაც დეტალები იქნება ცნობილი, ინფორმაციას მოგვაწვდის.