ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 53 შემთხვევა დაფიქსირდა, _ ინფორმაცია დღეს ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა. მისივე თქმით, სამტრედიაში ეპიდსიტუაცია გართულებულია:
,,10 დეკემბრის მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა ციფრი 2033-ს აღწევს, აქედან 640 პირი გამოჯანმრთელდა, თვითიზოლაციაში რჩება 620 ადამიანი, კოვიდით გარდაცვალების 19 ფაქტია გამოვლენილი”, _ გვითხრა თევზაძემ.