“ეღირსათ (ჯერ!) და კომუნისტურ პარლამენტს ხსნიან“”, _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა.
“11 დეკემბერს დიდი დღეა სულით კომუნისტებისთვის, ეღირსათ (ჯერ!) და კომუნისტურ პარლამენტს ხსნიან! ხალხი კი, რომელიც ელოდებოდა ცვლილებებს, კოალიციურ მთავრობას, მიტაცებული მთავრობას და ბოლშევიკურ პარლამენტს იღებს”, _ წერს ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პარლამენტის საკვანძო თანამდებობების პირების არჩევა იქნება.