ბოლო 24 საათში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 183 099-ს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 150 461 პაციენტი, გარდაცვლილია 1 694 პირი.