ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირებული მე-9 ადამიანი გარდაიცვალა.
„გარდაცვლილია 81 წლის მამაკაცი. მას კორონავირუსით ინფიცირება 3 დღის წინ დაუდასტურდა და გადაყვანილი იყო კლინიკაში. ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრებიც“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა.