ახალარჩეული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ცოტა ხნის წინ გაიხსნა.
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; ქალაქ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.
სხდომას არ ესწრებიან ოპოზიციური პარტიების წევრები, მიუხედავად იმისა,რომ მათ შესაძლოა დაფინანსება შუწყდეთ.
“ოცნების” ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, რის გამოც პარალმენტში დაინიცირდება კანონპროექტი “ენმ”-ს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე.