ოპოზიციურმა პარტიებმა მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ, მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში, დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა.