ნაც. მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, პარლამენტი არის ერთპარტიული, ის არის ერთი კაცის პარლამენტი.
„ჩვენს უკან დგას ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა და იქ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს წარმოადგენენ. ის არაა ერთპარტიული პარლამენტი, ის ჯერჯერობით ერთი კაცის პარლამენტს წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი ვერ გასტანს ეს მდგომარეობა. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას, პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის მეშვეობით დაიბრუნებს სახელმწიფოს. სულ ცოტა ხანში ქართველი ხალხი, როგორც სუვერენული ხალხი ამ ძალაუფლებას საკუთარ ხელში აიღებს და მეამაყება, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, ისტორიულ პროცესში ვმონაწილეობ და უარს ვეუბნები სისტემას, რომელსაც უკვე ნორმად აქვს ქცეულია ადამიანების ტყვეობაში აყვანა და შემდეგ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მათი გათავისუფლება და ბევრი სხვა დეფექტი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმის მხრიდან ამოტივტივდა. შეუძლებელია, ერთი პოზიციის გარდა სხვა რამ დაგვეფიქსირებინა დღეს და ეს ერთი პოზიციაა, რომ ჩვენ არ ვუფორმებთ ბიძინა ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს“ -განაცხადა ნიკა მელიამ.