„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამგლოვიარო გვირგვინი სამგლოვიარო მუსიკის ფონზე მიიტანეს.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოკლა ქვეყანაში პარლამენტარიზმი და დემოკრატია, აქედან გამომდინარე, ისინი აწყობენ სიმბოლურ გასვენებას.
„საქართველოში პარლამენტარიზმი და დემოკრატია მოკლა ბიძინა ივანიშვილმა და დღეს გვაქვს სიმბოლური გასვენება ე.წ პარლამენტისა, რეალურად კი ჩრდილოეთკორეული პოლიტბიუროსი, რომელიც დღეს იმართება ამ შენობაში. დარწმუნებულები ვართ, რომ გაზაფხულზე ჩვენ მივიღებთ რეალურ პარლამენტს და გავაცოცხლებთ მას,“ – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.