ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსში, რომელიც მწერლის დაბადებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა, 60 პირი მონაწილეობდა.
კონკურსის მიზანი იყო მხატვრული თარგმანის პოპულარიზება ახალგაზრდებში, ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ურთიერთობების განვითარება.
24 წლის ოზურგეთელმა ახალგაზრდა ნიჭიერმა მთარგმნელმა, კონკურსზე
შოტლანდიელი მწერლის, ლუი რობერტ სტივენსონის „ერთი ღამის თავშესაფარი“ წარადგინა. ამ თარგმანისთვის, აღნიშნულ ნომინაციაში, დათას პირველი ადგილი მიეკუთვნა.
დათა ხარაიშვილი დაიბადა 1996 წელს. 2019 წელს დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. მისი პირველი თარგმანი, ლენგსტონ ჰიუზის ლექსები გამოქვეყნდა „ლიტერატურულ გაზეთეში“ 2017 წელს. გასულ წელს თარგმნა მარიო ვარგას ლიოსას ესეები, „ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“ და „სტუმრად ბუნიუელთან“ – გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალში – „არილი“.
მას თარგმნილი აგრეთვე აქვს ერნესტ ჰემინგუეის, რობერტ ლუის სტივენსონისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს მოთხრობები. ამჟამად მუშაობს სულაკაურის გამომცემლობაში, სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
დათა ხარაიშვილი პოეტისა და მთარგმნელის, ჩვენი მეგობრის თამაზ ხარაიშვილის ვაჟია. „ის ურჩევნია მამულსა…“
„გურია ნიუსი“ ულოცავს დათას ამ სერიოზულ წარმატებას და მომავალ მრავალ გამარჯვებას უსურვებს, რაშიც ეჭვი არ გვეპარება.