ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა დონარა კინწურაშვილი საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი.
ცნობისთვის, დონარა კინწურაშვილი 1963 წელს, 21 წლის ასაკში მივიდა ტელევიზიაში და 45 წელი იმუშავა.
ის იყო არაერთი გადაცემის წამყვანი.
მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე”. ასევე 80-იან წლებში იყო გადაცემა „ცეროდენას ეკრანის” წამყვანი.