საქართველოში კორონავირუსის 2720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3942 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 189 726 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 158183 გამოჯანმრთელდა, 1790 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 010 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 869, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3 077.
ამასთან, 12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 780 პაციენტი.