დმანისში, უკვე ერთ კვირაზე მეტია, ოჯახი დაკარგულ 27 წლის მამაკაცს ეძებს. როგორც „გურია ნიუსს“ დაკარგულის, ნიკა სუბელიანის ძმამ, დავით სუბელიანმა განუცხადა, ბოლოს იგი 9 დეკემბერს ჟინვალში ნახეს და მას შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა.
ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს, სად შეიძლებოდა წასულიყო ახალგაზრდა მამაკაცი.
საქმეში ჩართულია პოლიციაც. ოჯახი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ მათ შემდეგ ნომერზე: 599 04 38 06.