,,1 დეკემბრის მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედია ინდუსტრიაში მოღვაწე 387 ადამიანი დააპატიმრეს“, _ ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც ორგანიზაციის მოხსენებაშია აღნიშული, მედიის წარმომადგენლების დაპატიმრების შემთხვევების ნახევარზე მეტი მოდის ხუთ ქვეყანაზე:
ჩინეთი – 117; საუდის არაბეთი – 34; ეგვიპტე -30; ვიეტნამი – 28; და სირია – 27;
როგორც ორგანიზაცია ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, ჟურნალისტების დარბევა პრესის თავისუფლების დონის შემცირებას წარმოადგენს.
ასევე, ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია ბელარუსში ჟურნალისტების დაკავების საკითხი, ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ინფორმაციით, ქვეყანაში, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ცოტა 370 ჟურნალისტი დააკვეს, თუმცა, მათი უმრავლესობა მალევე გაათავისუფლეს.
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოხსენებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ პანდემიის დაწყებიდან, covid-19-ის კრიზისის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედიის 130-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს, ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის 14 პრესის წარმომადგენელი კვლავ პატიმრობაში რჩება.