ოზურგეთში გასულ 24 საათში კორონავირუსზე 233 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 31 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა განუცხადა.
ცნობისთვის, ოზურგეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 2056 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1332 პაციენტი, გარდაცვლილია 20. აქტიურია ინფიცირების 704 შემთხვევა.