ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბრიდან გეგმავენ. ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანმა განაცხადა.
„შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება. ამავე დღიდან სურთ ვაქცინაციის დაწყება ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც“, – განაცხადა შპანმა.
ცნობისთვის, 8 დეკემბერს დიდი ბრიტანეთი გახდა დასავლეთის პირველი ქვეყანა, რომელმაც მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.