კორონავირუსით ფოთის მკვირდრი, 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს რუხის კოვიდ კლინიკაში გადიოდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 204 003 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 171 526-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 002 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 468 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 680 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში – 2 183 ადამიანი იმყოფება.