ყველას უნდა, რომ სხვებს მოსწონდეთ. ამისთვის კარგი ხასიათი მთავარი ფაქტორია – უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე კარგი გარეგნობა.
სინამდვილეში, წარმატების და ბედნიერების დაახლოებით 85% განპირობებულია იმით, თუ როგორ ურთიერთობას ამყარებ სხვებთან. შენი ხასიათი განსაზღვრავს მოსწონთ სხვებს შენთან კომუნიკაცია თუ გაგირბიან.
რაც უფრო მეტს კითხულობ და მეტად ინტერესდები სხვადასხვა საკითხებით, ადამიანებისთვის უფრო საინტერესო ხარ. კომუნიკაციისას, ეს გაძლევს შესაძლებლობას გააზიარო შენი ცოდნა და გაცვალო შეხედულებები სხვებთან.
არაფერია იმაზე მოსაწყენი, როდესაც ესაუბრები ადამიანს, რომელიც არ ფიქრობს…არაფერზე. ასეთ სიტუაციაში საუბარი არაფერ შედეგამდე არ მივა. რაც უფრო მეტი განსხვავებული აზრი და შეხედულება გაქვს, მით მეტად საინტერესოა შენთან საუბარი.
სცადე გაიცნო ახალი ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისთანაც საერთო არაფერი გაქვს. ეს არამხოლოდ ახალ კულტურასა და ალტერნატიულ გზებს გაგაცნობს, არამედ შენი აზროვნების ჰორიზონტსაც გააფართოვებს.
ყველაზე მოსაწყენი რამ, არის მცდელობა იყო ის, ვინც არ ხარ. საკუთარი თავის გარდაქმნა იმისთვის, რომ რამე სიტუაციას მოერგო, როგორც წესი წარუმატებლობისთვისაა განწირული. თითოეული ადამიანი განსხვავებულია და ამ უნიკალურობას, თავისებურად გამოხატავს. სწორედ ესაა ადამიანებში ყველაზე საინტერესო. მცდელობა იმისა, რომ ვინმეს ასლი იყო, თვითმყოფადობის ნაკლებობაზე მიუთითებს.
ვის უნდა ისეთ ადამიანთან ყოფნა, რომელიც გამუდმებით წუწუნებს, ნეგატიურ ენერგიას აფრქვევს ან კარგის თქმა არ შეუძლია? სინამდვილეში, ადამიანების უმრავლესობა რაც შეიძლება შორს გარბის ასეთი ნეგატიური პიროვნებისგან. ამის ნაცვლად, სცადე იყო ადამიანი, რომელიც ოთახში შესვლისას პოზიტიურ ენერგიას ასხივებს. ამის გაკეთება ძალიან ადვილი იქნება, თუ ადამიანებსა და მოვლენებში მხოლოდ დადებითს დაინახავ.
გაიღიმე რაც შეიძლება მეტად, გულით მოიკითხე ადამიანები და გაამხიარულე ადამიანები შენი არსებობით.