კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო იტალიამ შობისა და ახალი წლის პერიოდში ლოკდაუნი გამოაცხადა და შეზღუდვები გაამკაცრა.
როგორც BBC იუწყება, იტალიაში დაიხურა მაღაზიები, რესტორნები, ბარები.
მგზავრობა იტალიელებს მხოლოდ სამსახურში, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან გადაუდებელი შემთხვევის არსებობისას შეუძლიათ.
როგორც ცნობილია, იტალიაში „წითელი ზონის“ შეზღუდვები ძალაში იქნებამოქმედებს 24-დან 27 დეკემბრამდე, 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე და 5-დან 6 იანვრამდე.
იტალიაში მოქმედებს კომენდანტის საათიც.
„ჩვენი ექსპერტები სერიოზულად წუხდნენ, რომ შობის დღესასწაულზე ინფიცირების შემთხვევები სწრაფად გაიზრდებოდა, ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები “, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.
პრემიერმა განმარტა ისიც, რომ გამკაცრებული რეგულაციების მიხედვით, ოჯახში მხოლოდ 2 სტუმრის მიღებაა დასაშვები, რომელთა შორის 14 წლამდე ასაკის ბავშვი არ უნდა იყოს.