აშშ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. სენატორი ,,ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ,,მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ“.
მისივე თქმით, საქართველო უკვე ძალიან დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშსწორებით
,,ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალიან დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშსწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომელებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიცური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით, უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს“, _ აცხადებს სენატორი ,,ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განცხადება, რომ პარლამენტში ინიცირებულია ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც: სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.