გასულ 24 საათში ოზურგეთში კორონავირუსზე 102 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა.
„წინა 24 საათთან შედარებით არის კლებადი დინამიკა, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ შაბათ-კვირა იყო. შესაბამისად, ნაკლები ტესტი ჩატარდა“,_ გვითხრა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2210 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1496 პაციენტი, გარდაცვლილია 22.