აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გაასაჯაროვა იმ ჩინური და რუსული კომპანიების სია, რომელთაც სანქციები დაუწესა.
უწყების განმარტებით, სამხედრო ძალებთან ურთიერთობების გამო აშშ-ში გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების შესყიდვა ეკრძალებათ.
,,შეზღუდვების სიაში 103 კომპანია მოხვდა, აქედან 58 ჩინური, 45 კი რუსული კომპანიაა. ეს კომპანიები თანამშრომლობდნენ სამხედრო ძალებთან და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.
სანქციების თანახმად, ამ კომპანიებს ეკრძალებათ სხვადასხვა საქონლისა და ტექნოლოგიების შესყიდვა აშშ-ში” – წერია აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში
ასევე შეზღუდვების სიაში მოხვდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების ცენტრი, შიდა საგამოძიებო სამსახური და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო დაზვერვის სამსახური, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საწარმო, ალექსანდროვის სამეცნიერო კვლევითი ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ირკუტის კვლევისა და წარმოების კორპორაცია და სხვა.