რომელ დღეს ჯობია დიეტის დაწყება და რომელი პროდუქტებია გასახდომად ყველაზე ეფექტური? – შევეცდებით იოგებისა და ასტროლოგების რჩევების გათვალისწინებით გაგცეთ პასუხი ამ კითხვებზე.
ვერძისა და ღრიანკალისთვის დიეტის დაწყება სასურველია სამშაბათს.
კუროსა და სასწორისთვის – პარასკევს.
ტყუპებისა და ქალწულისთვის – ოთხშაბათს.
კირჩხიბისთვის – ორშაბათს.
ლომისთვის – კვირას.
მშვილდოსნისა და თევზებისთვის – ხუთშაბათს.
თხის რქისა და მერწყულისთვის – შაბათს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მთვარის ფაზები: დიეტის დასაწყებად ყველაზე შედეგიანია ახალმთვარეობისა და სავსემთვარეობის დღეები. ზოგიერთი ადამიანი სავსემთვარეობისას უფრო ადვილად ებრძვის მადას, ზოგი კი – ახალმთვარეობისას. ძველთაგან ცნობილია, რომ ყველაზე ეფექტური მთვარის მე-11 დღეა.