ლესის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჭიჭინაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მოსახლეობის სახელით ინიციატივა გააჟღერა და ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებისთვის საახალწლოდ პრემიის გაცემის წინადადება დააყენა.
„პანდემიის ფონზე რაც ქვეყანაში და ჩვენს მუნიციპალიტეტშია, არაჩვეულებრივად იმუშავა მერიამ, საკრებულომ და ჩვენმა საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა. თქვენი თანადგომა ეტყობა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ამიტომ, მოსახლეობის სახელით, ვითხოვ, რომ საახალწლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს გავუკეთოთ საჩუქარი პრემიის სახით“, _ თქვა ჭიჭინაძემ.
ის, რომ საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლები მართლაც თავდაუზოგავად მუშაობენ, დეპუტატს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილიც დაეთანხმა და განმარტა, რომ აღნიშნული ცენტრის თანამშრომლებზე წლის განმავლობაში დანამატი უკვე ორჯერ გაიცა და მესამედ, საახალწლოდაც არის გათვალისწინებული პრემიით მათი წახალისიბა.