გარემოს ეროვნული სააგენტო, დღის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სინოპტიკოსები 28 დეკემბერს ქუთაისში დღისით +16 გრადუსს და მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში მზიანი დღეა ნავარაუდევი, აქ დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. სინოპტიკოსები მზიან ამინდსა და +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ასევე მზიანი დღე იქნება ფოთში, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 იქნება. სოხუმში +15 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
ახალციხეში მცირედ მოღრუბლული ამინდი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი იქნება.
მცირედ მოღრუბლულობაა ნავარაუდევი გორში, სადაც დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღე იქნება. +4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+9 გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები სიღნაღში, სადაც +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი არის ნავარაუდევი.
რუსთავში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში სინოპტიკოსები მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ.