ჩვენს დროში სულ უფრო ცოტა წყვილი ახერხებს ბედნიერ ქორწინებაში ყოფნას და ფსიქოლოგების, ურთიერთობათა ექსპერტების რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გვქონდეს ბედნიერი ქორწინება, უფრო აქტუალური ხდება.
ბედნიერი წყვილები ხედავენ, როგორც მეუღლის, ასევე საკუთარ შეცდომებს და ისინი მათ გამოსასწორებლად სწორ დამოკიდებულებას იჩენენ – ცდილობენ კონფლიქტური სიტუაციების დროს ემოციები აკონტროლონ და არ თქვა ისეთი რამ, რისი გამოსწორებაც მომავალში შეუძლებელი იქნება.
ბედნიერი წყვილები პატივს სცემენ ერთმანეთის შეხედულებებს – ფსიქოლოგი რაიმონდ ნი ამბობს, რომ იდეალური ურთიერთობა უყალიბდებათ წყვილებს, რომლებიც ერთმანეთს, ერთმანეთის შეხედულებებს პატივს სცემენ. ისინი კონფლიქტებს და ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს განიხილავენ მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობად.
ბედნიერი წყვილები ერთმანეთს მადლობას ეუბნებიან – ურთიერთობა გაცილებით სასიამოვნოა, როცა რომანტიკულ პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ მადლიერების გამოხატვა შეუძლიათ. კვლევის თანახმად, როცა პარტნიორები ერთმანეთს მადლობას უხდიან, აფასებენ ერთმანეთის მიერ გაწეულ საქმესა, თუ სხვა ქმედებებს, დიდხანს ინარჩუნებენ მყარ, ჯანსაღ და ბედნიერ ურთიერთობას.
ბედნიერ წყვილებს ერთმანეთთან ხშირად აქვთ საინტერესო დიალოგები – კომუნიკაცია საყვარელ ადამიანთან უმნიშვნელოვანესია. თანაცხოვრების დროს ზოგჯერ ხდება ისე, რომ პარტნიორებს დიალოგი აღარ აქვთ, რაც დამღუპველია ქორწინებისთვის. წყვილები, რომლებიც ეკითხებიან ერთმანეთს ამა თუ იმ საკითხზე აზრს, შემდეგ გარკვეულწილად მაინც ითვალისწინებენ საყვარელი ადამიანის შეხედულებას, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ დარდსა და სიხარულს, მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხზე, ბედნიერ ქორწინებას ინარჩუნებენ.
ბედნიერ წყვილებს ჰყავთ მეგობრები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ – რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მეგობრები აღარ გჭირდებათ. პირიქით, ასეთ დროს უფრო გჭირდებათ მეგობრები, რომლებთანაც შეძლებთ ისაუბროთ. ისინი ერთგვარად ფსიქოლოგის როლსაც კი ითავსებენ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ მეგობრებს, რომლებიც მხოლოდ ურთიერთობის დაძაბვაზე არიან ორიენტირებულნი და მხოლოდ ხელს გიშლიან მყარ ოჯახურ თანაცხოვრებაში, ჩვენ ნამდვილ და გულწრფელ მეგობრებზე ვსაუბრობთ. რთული ოჯახური მდგომარეობის დროს, კონფლიქტის დროს, მეგობარი ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლიათ ესაუბროთ, დამშვიდდეთ და გადაწყვეტილება მშვიდად მიიღოთ.
ბედნიერ წყვილებს უყვართ სხვადასხვა საქმეების ერთად კეთება – ფსიქოლოგები გირჩევენ – თუ ფიქრობთ, რომ თანაცხოვრება მოსაწყენი გახდა და ერთად ყოფნა აღარ აღგაფრთოვანებთ, მაშინ გააკეთეთ რაიმე საქმე ერთად. მაგალითად, მოამზადეთ კერძი ერთობლივად, ეს ძალიან სახალისო პროცესი იქნება, რომელიც ბედნიერებითა და პოზიტივით აგავსებთ. შეგიძლიათ ერთად ივარჯიშოთ. ფსიქოლოგების მტკიცებით, როცა რაიმე საქმეს წყვილიერთად აკეთებს, მათ ერთმანეთისადმი სექსუალური ლტოლვა უმძაფრდებათ, რაც ურთიერთობის სიმყარისა და ბედნიერი ქორწინებისთვის აუცილებელია.