დღეს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებას 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში განსხვავებული ფორმატით წარუდგინა.
ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვებისა და ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმის გამო, ღონისძიებამ, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოავლინა, სტუმრების გარეშე ჩაიარა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას წარედგინა სპეციალური გადაცემის სახით, რომელიც დღეს, 19 საათზე განთავსდა ორგანიზაციის ოფიციალურ ელექტრონულ და სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდებზე. საზოგადოება სწორედ აღნიშნული გადაცემის მეშვეობით გაეცნო 2020 წლის ნომინაციებსა და ნომინანტებს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი საპატიო ჯილდო – „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2020“ ერგო “გურია ნიუსის” ჟურნალისტს.
აღნიშნული ჯილდოს მფლობელი კიდევ 12 ჟურნალისტი გახდა.
ამასთან, გამოვლინდნენ ნომინანტები შემდეგ ტრადიციულ დასახელებებში: „ღია სასამართლო ინსტანცია“, „ყველაზე ღია საჯარო უწყება“, „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“, „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“, „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“, „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“, „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“, „საზოგადოების ხმა“ და „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“, „ორგანიზაციის მეგობრის“ ნომინაცია.