63 წლის ქალბატონი, მერი სტურუა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, სამტრედიაში, თამარ მეფის 10 ნომერში ცხოვრობს.
ის ამ წუთებში, ტელეფონით დაუკავშირდა ,,გურია ნიუსის” იმერეთის ბიუროს და უმორჩილესად გვთხოვა, საქვეყნოდ გამოგვეხატა მადლობა მისი კოვიდექიმის, ბელა ბრეგაძის მისამარათით:
,,ექვსი დღის წინ დამიდასტურდა კორონავირუსი. ვრჩები ბინაზე. ჩემი ოჯახის ექიმია ბელა ბრეგაძე, რომელიც ინფიცირების დადასტურების დღიდან მზრუნველობას არ მაკლებს. მირეკავს ყოველდღიურად, მაძლევს რჩევა-დარიგებებს, იჩენს არაჩვეულებრივ გულისხმიერებას. ვიცი, რომ ბელა ექიმი ასეთი ყურადღებიანია ყველა მისი პაციენტის მიმართ. არ მაქვს სოციალური ქსელი, ვერ ვახერხებ სხვა საშუალებით, ბელა ბრეგაძის ღირსებებზე ჩემი აზრი გამოვხატო და სახალხოდ მადლობა გადავუხადო. მომეცით შანსი, თქვენი სააგენტოს დახმარებით ათეულობით კოვიდინფიცირებულის მადლიერება ამ ფორმით გამოვხატო“, _ გვითხრა ქალბატონმა მერიმ.