ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ადანაშაულებს ტრამპის ადმინისტრაციას ეროვნული უსაფრთხოების ხელმისაწვდომობის დაბლოკვაში. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ჯო ბაიდენის თქმით, მის გუნდს შეხვდა პენტაგონის ლიდერების მხრიდან დაბრკოლებები, ინაუგურაციისთვის მზადებისას.
ბაიდენი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი უბრალოდ არ იღებენ ყველა იმ ინფორმაციას, რაც სჭირდებათ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან სფეროებში.
თვის დასაწყისში პენტაგონმა მოულოდნელად შეაჩერა ბრიფინგები ბაიდენის გარდამავალ გუნდთან.
გარდა ამისა, ტრამპი დამცირებულია მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელები შეუერთდნენ დემოკრატებს და უარს ამბობენ მის ვეტოზე.