დღეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (ჩშI) მიერ გამოცხადბეული ჟურნალისტებისთვის და ბლოგერებისთვის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს.
კონკურსი კამპანიის “ეს ქვეყანა შენიას” ფარგლებში ტარდებოდა და საკონკურსო თემატიკა იყო: სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები; სამოქალაქო აქტივიზმი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა.
კონკურსის გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში იქნა დასახელებული.
საუკეთესო სტატიის ნომინაციაში მესამე ადგილი დაიკავა “გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა მარინა ჩიხლაძემ, სტატიისთვის “ქალის ტვირთის შემეცნებითი არსი ორი საუკუნის მიჯნაზე: „კოვიდ ცხრამეტმა “ პოზიტიურად გაგვამჟღავნა“
მესამე ადგილზე კიდევ ერთი პრემია გაიცა.
კონკურსი გაიმართა პროექტის “სამოქალაქო განვითარების ინიციატივის ფარგლებში”, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.