კორონავირუსის დროს ბევრი ცვლილებები მოხდა. მაგალითად, საახალწლო ზეიმები ადრე თუ ტარდებოდა საჯარო სკოლის დარბაზებში ან საკლასო ოთახებში ახლა ეს ყველაფერი ონლაინ იმართება.
ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათია ბოლქვაძემ გადაწყვიტა, რომ 52 პირველკლასელი თიმსის პროგრამით ონლაინ მოეწვია და საახალწლოდ საბავშვო პოეტთან ვასო გულეურთან მოეწყო შეხვედრა.
საახალწლო ზეიმი პროექტის _ “გააცოცხლე ლექსი“ _ ფარგლებში ჩატარდა. ბავშვებმა შეისწავლეს ვასო გულეურის ლექსები და ასევე, მისი ლექსების მიხედვით წარმოადგინეს ნახატები.
“ბატონი ვასოს ლექსები და მოთხრობები არის შესული ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოში. შეიძლება ითქვას, რომ მის შემოქმედებას კარგად იცნობენ ჩემი მოსწავლეები. თან ამ ყველაფერში სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეების მშობლები ძალიან დამეხმარა“, _ გვითხრა ნათია ბოლქვაძემ.
ვასო გულეურის თქმით, ეს მისთვის საინტერესო შეხვედრა იყო.
“სიურპრიზი იყო ეს ყველაფერი. მინდა ვთქვა, რომ ეს შეხვედრა ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. ძალიან გამახარეს ბავშვებმა“, _ თქვა ონლაინ ზეიმზე ვასო გულეურმა.