როცა ქვეყანაში ზაზუნას დღე მეორდება (გახსოვთ, ალბათ, ცნობილი ფილმი ბილ მიურეის მონაწილეობით), როცა არაფერი იცვლება, როცა ყველაფერი ერთ კაცზე იჭრება და იკერება, გადაწყვეტილებები მხოლოდ მისი სურვილების მიხედვით მიიღება, ხშირად მავნებლური, შეუძლებელია ამან პროტესტი არ გამოიწვიოს ნებისმიერ ნორმალურ მოქალაქეში. ძველ დროში ეიღებდი ხელში ფიშტოს, ჰაიდა, ფირალად ტყეში და იქედან დოუწყებდი ბძოლას უსამართლობას. მარა, დრო შეიცვალა, ადამიანებიც, მათ შორის გურულებიც; ის მუხტი, რაც მათ ძალას აძლევდა, წინააღმდეგობა გაეწია უსამართლობისათვის, უკანონობისათვის და აჯანყებულიყო (არ ვგულისხმობ აუცილებლად თოფით ხელში გამოსვლას), მგონი, ჩაქრა, სამწუხაროდ… ისღა დაგვრჩენია, ძველ სკივრებში ვეძებოთ იგავ-არაკები და ზღაპრები და თუ მაგასაც ვერ მოვიძიებთ, ჩვენ თავად შევთხზათ.
ერთ ქვეყანაში ერთი ხენწიფე ცხოვრობდა, მარა გვირგვინი ქი არ ედგა თავზე, არა, იგი არავის დუუნიშნავს, თვითონ ჩიოდა მე ვარ ამ სამეფოს ხენწიფეო. იგი თავზე გვირგვინს არ იდგამდა, გვირგვინი თლა ოქროსი იყო, ნამეტანი მძიმე და მძიმე იყო ხენწიფესთვის. ხენწიფე გვირგვინს ერთ ზანტუკში ინახავდა, იქინე ქონდა აურაცხელი ვოქრო და ვერცხლი. კიდო სახში ფასკუნჯი ხავდა და კიდო რაცხა რაცხაები – ცოცხალი და უსულო. აშენებდა დიდი ბაღს აი, იაკობა მარი რომ იყო მამია გურიელის მებაღე – იმაისანას. მოთხარა მთელი დუნია ამის გულობიზა… მაი ხენწიფეს ყოლიფერის შონა შიეძლო და ზანტუკები ქონდა ავსილი ვერცხლით და ოქროთი. ოქროს გარდა მაი კაძახი ადამიანებსაც ყიდულობდა, ოსმალეთის ბაზრობიზა ქი არა, ვეზირები და მსახურები ჭირდებოდა. მარა ვეზირები არ გამუადგენ. ერთ ხავდა ნამეტანი თმიანი და რეიზა არ იკრიჭავ თმასო? შეეკითხა. დალაქი მომიკვტაო და სხვაის კი ვერ ვენდობიო, რწყილი ექნებაო. დანიშნა მოსამართლეები ერთი მიორეზე უწიგნური და ციგანი. ერთმა ვეზირმა შებედა და უჩივის – ხენწიფე არაა მაი გადაწყვეტილება სტორიო, ქი გამუაგდო გარეთ – იგი უსირცხვილო არისო, მისი შეშვება ოდაში რაფერ შეიძლებაო! ხალხი აუპუნტტა, იგენი, მოსამართლეები, არ გვჭირია ჩვენო, გამევიდა მაი ხენწიფე ერ დიდ კრებაზე, გამუაგდო კურცხლები და სთხოვა კაძახებს და ციცებს პაწა მაცალეთო, სუ მალე ოქროს მთებს დაგიდგამთო და იმფერი საამური იქნება თქვენი ცხოვრება, რუმ მთელი დუნიის ხალხი აქანე ჩამუა საცხოვრებლათო. ამ ტვითხელმა ხალხმა ქე დაიჯერა, აცალა ისთევლე, მარა ჩემი მტერი არაა, აფერი გასწორდა, ვარესი ვარესზე ხდება. მარა კიდევ სა ხარ, ხალხი ისთევლე სასტაულს ელოდება – ხო უთხრა ხენწიფემ მალე ფასკუნჯს გავათავისუფლებ და გაფრინდებაო, ყველა კარგათ ვიქნებითო – ხალხმა ის ქი არ იცის რომ მაი ფასკუნჯი ფრთა მოჭრილია…