ჩოხატაურში კორონავირუსზე მასიური ტესტირება იწყება.
„რადგან სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს, ვცდილობთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიტესტოს. განსაკუთრებით მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები“,_ გვითხრეს ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
რაც შეეხება მოსწავლეებს, მათ კორონავირუსზე ტესტი იმ შემთხვევაში ჩაუტარდებათ, თუ მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდება.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო ჯიბუტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მასწავლეების ტესტირება თვეზე მეტია მიმდინარეობს, მაგრამ იმ კვირიდან მოსწავლეთა მშობლების ტესტირება დაიწყება.
ჯიბუტის ინფორმაციით, სულ ჩოხატაურში კორონავირუსის 933 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია 12 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 872.