მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 21:00-დან, 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.
უწყებათშორისმა საბჭომ 24 დეკემბრიდან არსებული შეზღუდვების მოხსნა-არმოსხნის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;”
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია პირველ მარტამდე.