https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს აუცილებლად მძიმე შედეგებს არ ნიშნავს“ _ კორონავირუსი და რისკ-ჯგუფის პაციენტები

7:01; 23.01.2021
კორონავირუსი
Share on FacebookShare on TwitterEmail

„რისკ-ჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ კოვიდის უმძიმესი ფორმა გეექნებათ, ან დასნებოვნება აუცილებლად ფატალურად დასრულდება. ეს ნიშნავს იმას, რომ რისკ-ჯგუფის პაციენტების შემთხვევაში, კორონავირუსის გართულების რისკი 4-5-ჯერ მეტია“, _ განმარტავს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს, რის ცოდნა სჭირდებათ ამგვარ პაციენტებს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მათ – ამის შესახებ პანდემიის ერთწლიანმა გამოცდილებამ ექიმებს საკმარისი ცოდნა დაუგროვა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ინფიცირებულთა შორის რამდენი იყო რისკ-ჯგუფის პაციენტი და როგორ განვითარდა მათთან ინფექცია – ირკვევა, რომ ამგვარი სტატისტიკა სახელმწიფოში ჯერჯერობით არ არსებობს. 

როდესაც ინფექცია განსაკუთრებით საშიშია

51 წლის მარინა გორგოძეს კორონავირუსი 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა. ის მეუღლესთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს. მარინა რისკ-ჯგუფშია, მას ჭარბი წონა და ფილტვების სისუსტე აწუხებს. სიმპტომების გამოვლენა სახსრების და ხელების ძლიერი ტკივილით დაეწყო.

მარინა გორგოძე

“თავიდან ამინდის ცვალებადობას დავაბრალე, რამდენიმე დღეში ფაღარათი დამეწყო, მაგრამ არც კი მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ეს კორონა ყოფილიყო”, _ ამბობს მარინა. ის ექიმს მხოლოდ მე-6 დღეს დაუკავშირდა, როდესაც სიცხემ აუწია. სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ კი, კოვიდ-19 დაუდასტურდა.

“ჟანგბადის უკმარისობა მქონდა, მაგრამ არ დამიკარგავს გემო და ყნოსვა. დაახლოებით 9-10 დღე ძალიან მძიმე იყო . გადავწყვიტე გადავსულიყავი საავადმყოფოში, მაგრამ არ იყო ადგილები და დავრჩი სახლში. 13-14 დღიდან დაიწია ტემპერატურამ და ცოტა უკეთესობა მქონდა. მაგრამ ვგრძნობდი საშინელ დაღლილობას. ჭამის მადა თითქმის ერთი თვე არ მქონდა”,  _ გვიყვება მარინა და იხსენებს, რომ 25-დღიანი მკურნალობის შემდეგ, სიმპტომების ნაწილი გაუქრა.

მან კორონავირუსის მკურნალობის პერიოდში  წონაში 10 კილოგრამი დაიკლო. მარინა ერთ-ერთია იმ პაციენტთაგან, რომელმაც კოვიდ-19 მძიმედ გადაიტანა, თუმცა გამოჯანმრთელება შეძლო. ავადმყოფობის პერიოდში, მის ემოციურ ფონს ისიც ამძიმებდა, რომ მეუღლეზე ნერვიულობდა _ მეუღლეც რისკ-ჯგუფშია, შაქრიანი დიაბეტი აქვს, თუმცა მას კოვიდი არ აღმოაჩნდა.

თამარ გორგაძე 72  წლისაა, ბათუმში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას ეპილეფსია აქვს. თანმხლები დაავადების და ასაკის გამო, თამარიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდა, თუმცა კოვიდის დამარცხება მაინც მოახერხა. თამარი ორი კვირის განმავლობაში გრძნობდა საერთო სისუსტეს და რამდენჯერმე ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. მკურნალობის კურსს შინ, ოჯახის ექიმის მითითებებით გადიოდა. ჩვენი მკითხველისთვის ვიდეო თამარის შვილიშვილმა მოამზადა.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ კორონავირუსული ინფექცია შეიძლება მძიმედ მიმდინარეობდეს, როგორც ჯანმრთელ ადამიანებში, ისე იმ ადამიანებში, ვისაც აქვს გარკვეული ქრონიკული დაავადებები და 65 წელს ზემოთ ასაკისაა. მისი თქმით, საერთაშორისო კვლევები და არსებული პრაქტიკაც ადასტურებს, რომ მდგომარეობა ხშირად სწორედ ხანდაზმულ ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებთან რთულდება.

„რა არის ეს ქრონიკული დაავადებები? ესაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები ან არის იმუნოდეფიციტი ანუ იმუნური სისტემის პრობლემა (თანდაყოლილი ან შეძენილი) და ასევე ხანდაზმული პაციენტები. მათთან  მაღალი რისკია, რომ კორონავირუსის ინფექცია წავიდეს მძიმედ. ჯანმრთელობის პრობლემა და ასაკი  _ ძირითადად, ეს განაპირობებს ინფექციის მიმართ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რისკ-ჯგუფს“, _ გვიხსნის ალექსანდრე გოგინავა.

ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ რისკ-ჯგუფის პაციენტებთან განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს, თუმცა, მათ უფრო მეტი და მჭიდრო მეთვალყურეობა ესაჭიროებათ, ხშირად უნდა დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს, რომ საშიშროების ნიშნების ამოცნობა დროულად მოხერხდეს.

ბიძინა კულუმბეგოვი

ერთი წელი ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან

კოვიდ-19, ანუ ახალი კორონავირუსი, რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ვირუსია. ის მსოფლიოში ჩინეთის პროვინციიდან გავრცელდა, კორონავირუსის  პირველი შემთხვევა კი საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ვირუსის გამოჩენიდან მალევე დადგინდა, რომ ინფიცირებულთა ნაწილს, ის სრულიად უსიმპტომოდ გადააქვს, თუმცა სხვისი დაინფიცირება შეუძლია. ვირუსი ყველაზე ხშირად ადამიანიდან ადამიანზე, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. მაგალითად, საუბრის დროს, როდესაც გადმოიფრქვევა თვალისთვის უხილავი სითხის წვეთები, რომლებშიც ვირუსის ნაწილაკებია. ამიტომაც, დღემდე ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია პირბადის ტარებასთან ერთად, ორმეტრიანი დისტანციის დაცვაა.

CDC (ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი)გასცემს რჩევებს, რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორი სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს. კოვიდ-19-ით ინფიცირებულებს აღენიშნებათ სიმპტომების ფართო სპექტრი: ცხელება და შემცივნება, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაღლილობა, კუნთების ან სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, გემოს და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვა, ყელის ტკივილი, დიარეა, გულისრევა – ეს ვირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია, თუმცა, ხშირად, დაავადება ინდივიდუალურად და განსხვავებული სიმპტომებით ვლინდება.

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციები, რასაც CDC გასცემს,  არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირად დაბანა.

ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის არჩილ მარშანიას თქმით, იმისთვის  რომ წვეთოვანი გზით კორონავირუსით ინფიცირება თავიდან ავიცილოთ, ლოგიკურია, ეფექტური იქნება ნიღბის ტარება;

ეს შექმნის ბარიერს ადამიანებს შორის და შეაკავებს წვეთებს, რომელებიც ვერ მოახერხებენ ადამიანის დაინფიცირებას.  ამას ფიზიკურ დისტანციასაც თუ დავუმატებთ, გაიზრდება იმის შანსი, რომ თავიდან ავიცილოთ ინფიცირებული ადამიანისგან გადმოფრქვეული წვეთები.

“ რაც შეეხება ხელების ხშირად დაბანას; უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საპონს აქვს ე.წ. ჰიბრიდული ბუნების მოლეკულა. რაც ნიშნავს იმას, რომ საპნის მოლეკულის ერთი ნაწილი არის ჰიდროფობული, ანუ მარტივად რომ ვთქვათ წყალში არ იხსნება და მეორე ნაწილი არის ჰიდროფილური, რომელიც წყალში იხსნება. საპონი  ჰიდროფობული ნაწილი ვირუსის დამცავ გარს უკავშირდება და იწვევს მის ინაქტივაციას, ანუ ვირუსი აღარაა აქტიური. საპონი ძალიან ეფექტურია ვირუსის წინააღმდეგ, ოღონდ უნდა გამოვიყენოთ სწორად, რაც ნიშნავს მინიმუმ, 20 წამის განმავლობაში ხელების დაბანას. საპნის ფასს არ აქვს მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი ის ანტიბაქტერიული იყოს, ნებისმიერი საპონი ეფექტურია” , _ ამბობს მარშანია.

არჩილ მარშანია

არჩილ მარშანია ამბობს, რომ კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, თუ მკურნალობა მიმდინარეობს გართულებების გარეშე,  პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა სიმპტომის გამოვლენის პირველი დღიდან 10 დღის  და  3 უსიმპტომო დღის შემდეგ. თუმცა პაციენტებს ამის შემდეგაც შეიძლება გაუგრძელდეთ ხველა ან გარკვეული დროის განმავლობაში არ დაუბრუნდეთ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება:

„13 დღეში შეიძლება ადამიანი გამოჯანმრთელდეს. არ აქვს მნიშვნელობა რისკ-ჯგუფს განეკუთვნება თუ არა პაციენტი. გამოჯანმრთელების კრიტერიუმი ერთი და იგივეა ყველასთვის. გამონაკლისია მძიმედ  მიმდინარე ინფექცია, რომელსაც ესაჭიროება რეანიმაციული მკურნალობა. მათ სხვა კრიტერიუმები აქვთ, შეიძლება დროში გაიწელოს და ხელახალი პსრ- ტესტირებაც დასჭირდეთ“ .

ექიმი აღნიშნავს იმასაც, რომ კორონავირუსი მულტისისტემურ გართულებებს იწვევს. ვირუსის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებით შეიძლება განვითარდეს ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში კი _ ინფარქტი. ყველაზე ხშირია ვირუსული პლევმონია ანუ ვირუსული ფილტვების ანთება და სუნთქვის უკმარისობა.

ვის და როდის შეხვდება ვაქცინა

მაშინ, როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე დაიწყო კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, საქართველო ჯერ კიდევ ელოდება პირველ ვაქცინას. 21 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია ქვეყანაში ეტაპობრივად ჩატარდება. მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, მსოფლიოში არსებული ავტორიზებული ვაქცინებიდან რომლის შესყიდვას აპირებს ხელისუფლება.

გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის დასახული მიზნის მისაღწევად, 2021 წელს ქვეყანას დაახლოებით 3,979,300 დოზა ვაქცინა დასჭირდება. გათვლები და მოცვის მაჩვენებელი დათვლილია 18+ მოსახლეობისთვის, რადგან დღესდღეობით არსებული ვაქცინები მხოლოდ 18+ მოსახლეობისთვისაა განსაზღვრული. ჯამში, საუბარია 1,691,214 ადამიანზე, რაც მოსახლეობის 60%-ს შეადგენს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანას აქვს რესურსი, რომ ვაქცინა უსაფრთხოდ შეინახოს.

ვაქცინაციის ეტაპები კი ეროვნული გეგმის მიხედვით ასე გამოიყურება:

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე ქვეყანაში გრიპის ვაქცინაცია დაიწყო.  პირველ რიგში, აცრა უფასოდ გაუკეთდათ რისკ-ჯგუფების პაციენტებს.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველ წელს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ახლა, პანდემიისას, მისი ეფექტები კორონავირუსის წინააღმდეგ იქნება უბრალოდ ირიბი, ანუ დაცულები ვიქნებით გარკვეულწილად იმისგან, რომ ორივე ვირუსით ერთად არ შეგვხვდეს. პირდაპირი დამცველობითი გავლენა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას კორონავირუსზე არ აქვს; ის გვიცავს გრიპის ვირუსის გართულებებისგან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია პანდემიის დროს“, _  განმარტავს არჩილ მარშანია.

სტატისტიკა, რომელიც არ არსებობს

 ინფორმაცია იმის შესახებ, გარდაცვლილთა ან საერთო ინფიცირებულთა რა ნაწილს შეადგენენ რისკ-ჯგუფის პაციენტები, ჯერჯერობით უცნობია. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები  “გურია ნიუსმა” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან დაახლოებით ერთი თვის წინ გამოითხოვა. გვითხრეს, რომ ისინი სტატისტიკას ამ კონკრეტული მიმართულებითაც აწარმოებენ და ოფიციალურ მონაცემებს კანონით გათვალისწინებულ ვადაში მოგვაწვდიდნენ, თუმცა არაერთი შეხსენებისა და მცდელობის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ.

„როგორც ვიცი, საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დამუშავება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აკეთებს რისკ–ჯგუფთა პაციენტების აღრიცხვას. ბოლომდე დამუშავებული და ჩამოყალიბებული სტატისტიკა არ არის“, _ გვითხრა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

2021 წლის 22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 238 737  პაციენტი, გარდაიცვალა 3 002  ადამიანი.

საიტ worldometers.info-ს მონაცემებით, საქართველო კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო ქვეყნებს შორის 45-ე ადგილზეა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

14:04; 9 ივნისი, 2025
კორონავირუსი

WHO: კოვიდი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ევროპაში ტესტების 20% დადებითია

19:50; 13 აგვისტო, 2024
კორონავირუსი

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

15:16; 25 ივნისი, 2024
კორონავირუსი

გაზრდილი კოვიდ ინფიცირების შემთხვევები- ჰავაიში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

15:21; 13 ივნისი, 2024
კორონავირუსი

კაცმა კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა (უცხოეთი)

11:50; 6 მარტი, 2024

სამხედროები, რომლებმაც აგვისტოს ომში სამშობლოსთვის თავი გაწირეს _ დაღუპულთა სია

თამარ კორკოტაშვილი მსოფლიოს წამყვანმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო