დღეს, ბათუმში, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.
ამ ფაქტს საქართველოს ყოფილის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა.
„არ დათმო!
ბათუმში სამოქალაქო აქტივისტებმა ოპოზიციის წარმომადგენელს რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, (გაქოცდა) თავზე ნაგვის ყუთი დაახურეს!
ირაკლი ჩავლეიშვილს მცდელობა ქონდა ტერიტორიას ტაქსით განრიდებოდა თუმცა ტაქსის მძღოლმა მგზავრობაზე ვარი განუცხადა და ავტომობილში დაჯდომის უფლება არ მისცა!“ _ წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე და პოსტს ღიმილიანი „სმაილიკით“ ამთავრებს.