“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ანთაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“მორალისტების საყურადღებოდ: ქვეყანას რომ ერთი ოლიგარქი იჯიბავს, არ გაღელვებთ; ბიუჯეტს რომ იპარავენ, არ გაღელვებთ; ოჯახის წევრების და ნათესავების დასაქმების კანტორად გადააქციეს სახელმწიფო სამსახურები, არ გაღელვებთ; ქვეყანას რომ რუსებს აბარებენ, არ გაღელვებთ; მაქარაშვილს გორის მერიის თანამშრომელმა ნაგვის ვედრო რომ დაახურა თავზე, რაღაც არ მახსოვს, ვინმე რომ აღელვებულიყავით. ხოდა კარგი აჭარული გამოთქმაა თქვენზე მორგებული: გოუხტით ღელეზე, მეგობრებო“, _ წერს ლევან ანთაძე.