ჩოხატაურში, გასული დღე-ღამის კოვიდვითარების შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მიაწოდეს.
ცენტრის ინფორმაციით 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
მათივე თქმით, გასულ 24 საათში კორონავირუსზე 62 პსრ ტესტი და 78 სწრაფი ტესტი ჩატარდა, რომელთა პასუხებიც უარყოფითია.
გატესტილ პირებს შორის არიან საჭამიასერში და კოხნარში მცხოვრები მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები, ასევე ის პირები, ვინც ტესტის გასაკეთებლად კლინიკაში მივიდა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ერთ კვირაში გადაინაცვლებს, რის გამოც მასწავლებლების გარდა, სავალდებულო ტესტის გაკეთება მოსწავლეების მშობლებისთვისაც გახდა.
ამ დროისთვის კორონავირუსზე ტესტირება გავლილი აქვთ ხიდისთავში, ნაბეღლავში, ხევსა და ქვენობანში.