აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა კაცმა Mega Millions-ის ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო, _ ამის შესახებ ინფორმაცაია ლატარეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჯეკპოტის იღბლიანი მფლობელი მიჩიგანის მკვიდრია. Mega Millions-ს ინფორმაციით, 23 იანვარის გათამაშებას, ასევე, სხვა უამრავი მსხვილი გამარჯვებული hყავს
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ეს ლატარეის ისტორიაში სიდიდით მეორე ჯეკპოტია. 2018 წლის 23 სექტემბერს, სამხრეთ კაროლინაში იღბლიანი ბილეთის მფლობელმა 1,5 მილიარდი დოლარი მოიგო.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში, მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო.