თუ დაუკვირდები ფრანგი ქალების ჩაცმულობას, მიხვდები, რომ თითქმის ყველა მათგანი სისადავეს ანიჭებს უპირატესობას. ირჩევენ მარტივ ვარცხნილობას, უბრალო კაბებს, უბრალო ფეხსაცმელს…
შენ ყოველთვის შეგიძლია იბრწყინო წითელი ტუჩებით. ქალები პარიზიდან ემხრობიან ამ მოსაზრებას. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სტილი გაქვს – ატარებ ჯინსებს და მაისურს თუ კაბას, წითელი ტუჩსაცხი ყოველთვის ეფექტურია.
ფრანგი ქალები არ ხარჯავენ დიდ დროს, ფულს და ენერგიას იმისთვის, რომ ფრჩხილები ლამაზად მოიხატონ. საფრანგეთში ყველაზე პოპულარულია მოკლე, სუფთა ფრჩხილები ღია ან გამჭვირვალე ფერის ლაქით, ან სულაც მის გარეშე.
ისინი არ იყენებენ ფენსა და თმის უთოს ყოველდღიურად; ისინი არასდროს ზოგავენ თანხას, როცა საქმე თმის მოვლის საშუალებებს ეხება. ყველა მათგანს აქვს საყვარელი თმის ნიღაბი, ზეთი და აუცილებლად კარგი, ნატურალური მატერიისგან დამზადებული სავარცხელი.
ფრანგ ქალებს აქვთ ორი ფერის ტუჩსაცხი: წითელი და ბუნებრივი ფერის. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ღია ფერის პუდრსა და ტონალურს. თვალის მაკიაჟი გულისხმობს მხოლოდ ტუშს წამწამებზე და ზოგჯერ თვალის ლაინერსაც.
ის, რაც ნამდვილად სჭირდებათ ფრანგ ქალებს, არის ძვირად ღირებული სახის მოვლის საშუალებები, როგორებიცაა: კარგი სახის გამწმენდი, მზისგან დამცავი, სკრაბი, თმის და ტანის ზეთები. მათ მარტივი პრინციპი აქვთ: იყენებენ ცოტა კოსმეტიკურ საშუალებას, მაგრამ ძვირად ღირებულს.
ისინი არ დიეტობენ, ლამაზი სხეულისთვის ცოტას ჭამენ. იციან, როდის უნდა შეწყვიტონ ჭამა. ასევე, მათ კვების რაციონში რთულად ან საერთოდ არ მოიძებნება ადგილი შაქრისთვის.
მათ იციან, რაოდენ მნიშვნელოვანია, მიიღო ცივი შხაპი ცხელის შემდეგ. ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას და შედეგად, ყოველთვის გამოიყურებიან მაგრად.
ისინი იშვიათად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს. პარიზში თუ ვინმეს შეხვდებით გაკეთებული ცხვირით ან ტუჩებით, ის აუცილებლად იქნება ან მოდელი, ან მსახიობი, ან მოდის ბლოგერი. ფრანგი ქალები ყოველთვის ცდილობენ, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან.