გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, დაუდგენელმა პირებმა, სოფლის კოლორიტის, 95 წლის მჭედლის დურსუნ აფხაძის კუთვნილი სამჭედლო გატეხეს. დაკარგულია მთავარი დაზგა, რომელიც, დაზარალებულის ინფორმაციით, 130 წელს ითვლიდა.
“გურია ნიუსი” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყებაში განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად, ინფორმაციასაც არ ფლობენ.